ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე სტიპენდიატების შერჩევის განახლებული წესი

ახალი ამბები

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭომ 2019 წლის 18 ივნისის N5 სხდომაზე დაამტკიცა სტიპენდიატთა შერჩევის განახლებული წესი. 

ცვლილება განხორციელდა შემდეგი მიმართულებებით:

  • საბაკალავრო საფეხურზე სტუდენტთა შორის სტიპენდიატთა შერჩევა ხორციელდება გასული სემესტრის საუნივერსიტეტო მონაცემების მიხედვით სტუდენტთა აკადემიური მოსწრებისა და ამ წესის დანართი N1, დანართი N2 და დანართი N3-ით გათვალისწინებულ აქტივობებში სტუდენტთა მონაწილეობის მიხედვით, რეიტინგული პრინციპით;

  • რეიტინგში არ მონაწილეობენ სტუდენტები, რომელთა წინა სემესტრის განმავლობაში მიღებული საშუალო ქულა ნაკლებია 81-ზე. 

წესის შესაბამისად, სტიპენდიატთა რეიტინგული სია დგება 100-ქულიანი სისტემის გათვალისწინებით, რომელშიც აკადემიური მოსწრების მაქსიმალური შეფასება შეიძლება იყოს 90 ქულა, ხოლო  განსაზღვრულ აქტივობებში მონაწილეობის მაქსიმალური ქულაა 10, დანართი N1, დანართი N2 და დანართი N3-ით დადგენილი კომპონენტების გათვალისწინებით. 

  • ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ტექნოლოგიებისა და განათლების სკოლების სტუდენტებს საშუალება აქვთ დააგროვონ მაქსიმალური 10 ქულა  დანართი N1 და დანართი N2-ით განსაზღვრული აქტივობებიდან რამდენიმე, ნებისმიერი კომპონენტის კომბინაციით;

  • ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისათვის მაქს. 10 ქულა თანაბრად გადანაწილდება ორ კომპონენტზე: საჯარო ლექცია/სემინარებსა და კონფერენციებზე. 

ახალი წესის შესაბამისად, სტიპენდიის გაცემა დაიწყება 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრიდან  2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შედეგების გათვალისწინებით.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები