ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია „შიდა აუდიტი ეფექტური მმართველობისათვის“

ღონისძიებები

7 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიაუნის ტექნოლოგიების კორპუსის T102 აუდიტორიაში ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს, და არა მარტო მათ, ვიწვევთ საჯარო ლექციაზე: „შიდა აუდიტი ეფექტური მმართველობისათვის“

მომხსენებლები:

ირმა გელანტია-ახვლედიანი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ნინო ქარაზანაშვილი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი;

დავით მოდებაძე – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მრჩეველი;

თამარ ფირცხელაური – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

შეხვედრის მიზანი:

სტუდენტების ინფორმირება,  ცნობიერების გაზრდა და მოტივირება შემდეგ მიმართულებებზე:

  • შიდა აუდიტის მნიშვნელობა ორგანიზაციული წარმატებისათვის;
  • სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის რეფორმა საქართველოს საჯარო მმართველობაში;
  • ფინანსური მართვა და კონტროლი  –  FMC (COSO მოდელის როლი ეფექტურ მმართველობაში/საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა);
  • კვალიფიციური შიდა აუდიტორების დეფიციტი შრომის ბაზარზე;
  • დასაქმების შესაძლებლობები და პერსპექტივა საჯარო და კერძო სექტორში.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 7 ნოემბრის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/3YWVse1nPayhxprz7

*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 0.5%-ით.

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 14:45 საათი

დრო: 7 ნოემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ბანერები