ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

Live-საინფორმაციო შეხვედრა სპეციალური განათლების პროგრამის პირველკურსელებთან

ახალი ამბები

25 სექტემბერს, პარასკევს, 17:00 საათზე, გაიმართება Live-საინფორმაციო შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის სპეციალური განათლების პროგრამის პირველკურსელებთან.  

შეხვედრაზე განიხილება შემდეგი საკითხები:

  • პროგრამის შინაარსისა და სტრქუტურის გაცნობა;

  • ფაკულტეტის ადმინისტრაციული ერთეულებისა და მათი ფუნქციების გაცნობა;

  • პასუხისმგებელი პირების საკონტაქტო ინფორმაციის გაზიარება.

შეხვედრაზე გექნებათ შესაძლებლობა ვირტუალურად შეხვდეთ, გაიცნოთ და შეკითხვები დაუსვათ განათლების სკოლის ხელმძღვანელს, პროგრამების ხელმძღვანელებსა და კოორდინატორებს.

პროგრამების წარდგენის შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია.

გიზიარებთ შეხვედრის ბმულს: https://us02web.zoom.us/j/89184312506

ბანერები