ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

Live-საინფორმაციო შეხვედრა: სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამა

ღონისძიებები

11 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ფეისბუქის ლაივის საშუალებით დისტანციურად გამართავს საინფორმაციო შეხვედრას სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის შესახებ.

სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შემუშავდა სან დიეგოს სახელწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოთხოვნების შესაბამისად. 

მომავალ პროფესიაზე, პროგრამების სტრუქტურაზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე, დაფინანსების მოპოვების, დასაქმებისა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობებზე გესაუბრებიან:

  • მაიკლ სონდერსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით, სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი;
  • ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინოვაციების მიმართულებით, პროფესორი კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით, კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი;
  • არჩილ მაღალაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გეოლოგიის მიმართულებით;
  • ირაკლი სალუქვაძე, სტრუქტურული ინჟინერი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი;
  • ვლადიმერ შონია, კომპანია სონდერს ჯგუფის დირექტორი და მფლობელი;
  • ჯან-მარკ მირაილისი, თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის პროექტების მენეჯერი.  

გექნებათ შესაძლებლობა, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და ლაივის მონაწილეებისგან მიიღოთ ამომწურავი პასუხები.

გელოდებით ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით განათლების მიღებით 11 მაისს, 18:00 საათზე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფეისბუქლაივში.

დრო: 11 მაისი, 18:00 საათი

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდი

ბანერები