ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ლარს ვიგერლანდის საჯარო ლექციაზე: „უძრავი ქონების კაპიტალდაბანდებები: ფოკუსირება სამომხმარებლო ბაზრებზე ევროპასა და საქართველოში“

ღონისძიებები

11 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ ლარს ვიგერლანდის საჯარო ლექციაზე: „უძრავი ქონების კაპიტალდაბანდებები: ფოკუსირება სამომხმარებლო ბაზრებზე ევროპასა და საქართველოში“. 

მომხსენებლის შესახებ

ლარს ვიგერლანდი შვედეთის სოდერტონის უნივერსიტეტის ლექტორი და მკვლევარია. ის ასევე არის ინვესტორი, კონსულტანტი და მრავალი საქველმოქმედო, სამეცნიერო ორგანიზაციის ბორდის წევრი. ლარს ვიგერლანდი ასევე მონაწილეობს საჯარო დებატებში, რომელიც თავის მხრივ, ფოკუსირებას ახდენს ისეთ თემებზე, როგორიცაა: საქალაქო ტიპი, უძრავი ქონება და სხვ.ის ასევე ასწავლის მარკეტინგს, ფინანსებს, კვლევის მეთოდებს და მეცნიერების ფილოსოფიას. ლარს ვიგერლანდის საკვლევი საკითხებია: უძრავი ქონება, ბანკინგი, მეწარმეობა, მარკეტინგი და IPO.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 11 ნოემბრის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია:  https://forms.gle/zsQ3x96WFYuZY5dj8

*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 0.5%-ით.

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.


სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 16:45 საათი

დრო: 11 ნოემბერი, 17:00 საათი.

ადგილმდებარეობა: E405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ბანერები