ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე

ახალი ამბები

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 18 ივნისის სხდომის გადაწყვეტილებით 2019 წლის 19 ივნისიდან გამოცხადდა კონკურსი ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნივერსიტეტის კანცელარიაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელზე უნდა წარმოადგინონ ქვემოთ მოცემული დოკუმენტები:

  • განცხადება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე;

  • პირადობის მოწმობის ასლი;

  • პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  • ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის  განვითარებისა და ადმინისტრირების კონცეფცია;

  • ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია ან/და პუბლიკაცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს მას;

  • ავტობიოგრაფია.

კანდიდატების რეგისტრაცია განხორციელდება 2019 წლის 19-დან 25 ივლისის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), უნივერსიტეტის კანცელარიაში (მის.: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3-5).

ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტის დეკანის არჩევნები გაიმართება 2019 წლის 5 აგვისტოს.

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭო.

ბანერები