ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭოს წევრების არჩევნების შედეგები

ახალი ამბები

2019 წლის 6 ივნისს გაიმართა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატთა არჩევნები. წინასწარ დადგენილი კვოტების საფუძველზე დაფიქსირდა შემდეგი შედეგები:

  განათლების სკოლიდან ფაკულტეტის საბჭოს წევრებად აირჩიეს: დავით მალაზონია, მარინა კაპანაძე, სოფიკო ლობჟანიძე;

 ტექნოლოგიების სკოლიდან ფაკულტეტის საბჭოს წევრებად აირჩიეს: მერაბ სვანაძე, ნანა დიხამინჯია, მიხეილ თუთბერიძე, მიხეილ ჯეიმს სონდერსი. შესაბამისად, ტექნოლოგიების სკოლიდან მეხუთე წევრის ასარჩევად გაიმართება მეორე ტური ავთანდილ თავხელიძეს, მურმან მარგველაშვილსა და ია კუპატაძეს შორის;

  ბიზნესის სკოლიდან ფაკულტეტის საბჭოს წევრებად აირჩიეს: მაია როგავა, ნიკოლოზ ყაველაშვილი, ნინო პატარაია, ირაკლი კაჭარავა, გიორგი ბეგაძე, გიორგი აბაშიშვილი. შესაბამისად, ბიზნესის სკოლიდან მეშვიდე და მერვე წევრების ასარჩევად გაიმართება მეორე ტური რესან ქიქავას, გიორგი პაპავასა და გიორგი ხიშტოვანს შორის.

არჩევნების მეორე ტური უახლოეს დღეებში დაინიშნება.

ბანერები