ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

2020-2021 სასწავლო წლისათვის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების თარიღების, ადგილმდებარეობისა და ფორმატის  შესახებ

იხილეთ დეტალური ინფორმაცია ქვემოთ ჩამოთვლილი პროგრამების მიხედვით შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების თარიღების, ადგილმდებარეობისა და ფორმატის  შესახებ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია! 

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება დისტანციურად, გასაუბრებები ყველა პროგრამისთვის ჩატარდება პროგრამა Zoom-ის, ხოლო წერითი კომპონენტები  პლატფორმა Elearning.iliauni.edu.ge -ს გამოყენებით, გამონაკლისი პროგრამებია: თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები და პროგრამული ინჟინერია, რომლის წერითი გამოცდა ჩატარდება უნივერსიტეტში.

ელ.პლატფორმა Zoom - ის გადმოწერასა და შესაბამისი ტექნიკური (აუდიო და ვიდეო) პარამეტრების გამართვაზე, ასევე, როგორც ელ.პლატფორმა Zoom-ის, ისე  Elearning.iliauni.edu.ge -ის ფუნქციონირებისათვის უწყვეტი ინტერნეტ კავშირის უზრუნველყოფაზე,  პასუხისმგებლია მაგისტრანტობის კანდიდატი.  

გთხოვთ, გაითვალისწინოთ და წინასწარ გადაამოწმოთ  გამოცდის დისტანციურად ჩაბარებისთვის მზაობა და გამოცდის დროს ხელთ იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც წარმოუდგენთ კომისიას  ონლაინ. 

რეგისტრაციის დროს თქვენს მიერ  მითითებულ ელ.ფოსტაზე მიიღებთ გამოცდის კოორდინატორისგან წერილს გამოცდაზე დასწრების ლინკით/ბმულით.

ინგლისური ენის გამოცდების განრიგი

შიდასაუნივერსიტეტო სპეციალობის გამოცდების განრიგი

  • ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი) - 2020 წლის 8 სექტემბერი - ქეისის განხილვა
  • ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი - 2020 წლის 7 სექტემბერი - ქეისის განხილვა
  • MBA (ENG) - 2020 წლის 7 სექტემბერი - ქეისის განხილვა
  • საზოგადოებრივი ურთიერთობები - 2020 წლის 4, 5, 7 სექტემებრი - გასაუბრება
  • სპეციალური განათლება - 2020 წლის 1, 2, 3 და 4 სექტემბერი - გასაუბრება
  • განათლების ადმინისტრირება -2020 წლის 8,9,10 და 11 სექტემბერი - გასაუბრება
  • ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვა და მდგრადი განვითარება - 2020 წლის 1 სექტემბერი - გასაუბრება
  • ახალი მასალები ნანოელექტრონიკისა და ნანოინჟინერიისთვის - 2020 წლის 2 სექტემბერი - გასაუბრება
  • თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება - 2020 წლის 3-4 სექტემბერი - გასაუბრება
  • თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები - 2020 წლის 7,8  სექტემბერი -წერითი გამოცდა და გასაუბრება
  • პროგრამული ინჟინერია - 2020 წლის 9 სექტემბერი - წერითი გამოცდა 

 ცხელი ხაზი: 

☏ (+995 32) 222 00 09 (180) 

 

 

 

ბანერები