ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამოქალაქო ინჟინერია (ინგლისურენოვანი)

სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)“, რომელიც მსოფლიოში აღიარებული აკრედიტაციის (ABET – ინჟინერიისა და ტექნოლოგიების აკრედიტაციის საბჭო) მქონე პროგრამის (სან დიეგოს სახელწიფო უნივერსიტეტი (SDSU), სამოქალაქო ინჟინერია) ანალოგიით შემუშავდა, მიზნად ისახავს საინჟინრო სფეროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას და ფოკუსირებულია სამოქალაქო ინჟინერიის ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა: წყლის რესურსების ინჟინერია, სტრუქტურული და გეოტექნიკური ინჟინერია და ტრანსპორტის ინჟინერია.

სასწავლო გარემო:

სასწავლო აუდიტორიები, სამუშაო და კომპიუტერული სივრცეები, საერთაშორისო სტანდარტების სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები განთავსებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალაშენებულ კორპუსში და სწავლისა და კვლევისთვის სრულად ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა:

სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი (8 სემესტრი). პროგრამის მოთხოვნების შესასრულებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 252 კრედიტი. მათ შორის: 

  • ზოგადი მოდული – 56 კრედიტი;

  • მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია – 60 კრედიტი;

  • ძირითადი სპეციალობა – 136 კრედიტი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაზისბანკის STEM-სასტიპენდიო ფონდის საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ ერთჯერადი სტიპენდია. იხ. დეტალური ინფორმაცია ბმულზე - https://bit.ly/2VNGQ3g


პროგრამის ხელმძღვანელი 

მიხეილ ჯეიმს სონდერსი, ასოცირებული პროფესორი

m.saunders@iliauni.edu.ge


საკონტაქტო ინფორმაცია:

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, E კორპუსი

☏ (+995 32) 222 00 09 (180)

bte@ilaiuni.edu.ge

თამარ თაყაიშვილი

პროექტების მენეჯერი

➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ოთახი E302

☏ (+995 32) 222 00 09 (181)

tamar_takaishvili@iliauni.edu.ge 

სალომე დარასელია
ტექნოლოგიების სკოლის პროგრამების კოორდინატორი
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ოთახი E305
☏ (+995 32) 222 00 09 (276)
✉ salome.daraselia.3@iliauni.edu.ge

მარიამ მაჭავარიანი
ტექნოლოგიების სკოლის კურიკულუმის ექსპერტი
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ოთახი E301
☏ (+995 32) 222 00 09 (319)
✉ mariam.machavariani.4@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები