ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)

კომპიუტერული მეცნიერება

პროგრამის  შესახებ  

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა მსოფლიოს წამყვანი სასწავლო დაწესებულებებისა და საქართველოს უნივერსიტეტების გამოცდილებაზე დაყრდნობით, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობითა და საერთაშორისო ABET აკრედიტაციის სტანდარტების გათვალისწინებით 2020 წელს შემუშავდა და ოქტომბერში აკრედიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა.

პროგრამის შემუშავების, დანერგვისა და მისი განვითარების პროცესში აქტიურად ვთანამშროლობთ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან (San Diego State University, California) და კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის (Karlsruhe Institute of Technology) შტაინბუხის გამოთვლით ცენტრთან (Steinbuch Center of Computing).  

პროგრამა შემუშავდა 20-მდე მსხვილი ტექნოლოგიური ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიის ჩართულობით, მათ შორის საქართველოს ბანკის, ლიბერთი ბანკის, ორიენტ ლოჯიკის, Edison LTD-ის, Innotec LTD-ის, TulaCo-ს, Feedc-ის, Deutsche Post DHL Group-ისა და სხვა, რაც პროგრამას ბაზრის საჭიროებებზე მორგებულს ხდის და განაპირობებს მის უნიკალურობას, ჩვენს კურსდამთავრებულებს კი დასაქმების მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს.

პროგრამის მიზანი

პროგრამა სტუდენტებს შეასწავლის თანამედროვე კომპიუტერული მეცნიერებების ყველა ფუნდამენტურ და აქტუალურ საგანს.

სტუდენტები მიიღებენ ცოდნას კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებში და შეიძენენ უნარს შექმნან, გააანალიზონ და სწორად დაგეგმონ ალგორითმული მიდგომები სხვადასხვა სირთულის ამოცანების გადასაჭრელად. მათ ექნებათ შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა სწორად დაგეგმონ პროგრამული უზრუნველყოფის ცალკეული კომპონენტის თუ კომპლექსური სისტემის შექმნა, დანერგვა და შემდგომში მართვა. 

სწავლის ძირითადი მიმართულებები

  • კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლები;
  • ალგორითმები და დაპროგრამების თანამედროვე ტექნოლოგიები;
  • სისტემური და ქსელური დაპროგრამება;
  • მონაცემთა ანალიზი;
  • მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები;
  • კიბერუსაფრთხოება და ეთიკა;
  • მონაცემთა ბაზის სისტემები;
  • ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთქმედება;
  • კომპიუტერული გრაფიკა;
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია;
  • ბიოინფორმატიკა.

პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორიცაა ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაცია სულ მცირე ერთ უცხოურ ენაზე, რაც ხელს შეუწყობს მულტიკულტურული ცნობიერების განვითარებას კურსდამთავრებულებში და მათ წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე.  

კომპიუტერული მეცნიერების პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი შედეგების მიღწევა:

  • გააანალიზონ კომპიუტინგის რთული პრობლემები, განსაზღვრონ მათი გადაწყვეტის გზები კომპიუტინგისა და სხვა რელევანტური დისციპლინების პრინციპების გამოყენებით;
  • პროგრამის დისციპლინის კონტექსტში შექმნან, დანერგონ და შეაფასონ კომპიუტინგზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც უპასუხებს გამოთვლის განსაზღვრულ მოთხოვნებს;შეძლონ ეფექტური კომუნიკაცია სხვადასხვა პროფესიულ კონტექსტში;
  • გააცნობიერონ პროფესიული პასუხისმგებლობა და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები კომპიუტინგის საქმიანობის განხორციელებისას სამართლებრივ და ეთიკურ პრინციპებზე დაყრდნობით;
  • იმოქმედონ ეფექტურად როგორც ჯგუფის ლიდერებმა ან ჯგუფის წევრებმა პროგრამით გათვალისწინებული დისციპლინების შესაბამის აქტივობებში.

სწავლების მეთოდები

  • ინტერაქციული ლექცია-სემინარები;
  • აქტიური სწავლების მეთოდები;
  • ანალიზისა და სინთეზის მეთოდი;
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;
  • ინდივიდულური და გუნდური მუშაობა;
  • ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაო;
  • გონებრივი იერიში და რეფლექსია;
  • პროექტები.

დასაქმების შესაძლებლობები  

პროგრამის სტუდენტები/კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმებას როგორც კერძო, ისე საჯარო და აკადემიურ სექტორში.

პროფესია, რომლითაც ისინი შეძლებენ დასაქმებას:

  • პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი
  • მონაცემთა ანალიზის ინჟინერი
  • მანქანური სწავლების ინჟინერი
  • მობილური აპლიკაციების დეველოპერი
  • ვებ-დეველოპერი
  • მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი
  • კომპიუტერული სისტემების ანალიტიკოსი
  • მკვლევარი კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით
  • საინფორმაციო სისტემების მენეჯერი
  • სხვა

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

მოდულის სახელწოდება

ECTS კრედიტი

თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული

60 კრედიტი (მათ შორის 12 კრედიტი არჩევითი საგნებიდან)

ძირითადი სწავლის სფერო

180 კრედიტი (მათ შორის 48 კრედიტი არჩევითი საგნებიდან)


პროგრამის სამუშაო ენა: ინგლისური  

სტუდენტების მისაღები რაოდენობა: პროგრამაზე  მივიღებთ 30 სტუდენტს (15 საქართველოს მოქალაქე და 15 საერთაშორისო სტუდენტი).

ჩასაბარებელი გამოცდები

წონები და მინიმალური კომპეტენციის ზღვრები

ინგლისური ენა

75%+1

ქართული ენა

ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ განსაზღვრული მოცულობით

მათემატიკა

50%+1


შენიშვნა: საერთაშორისო სტუდენტებმა უნდა გაიარონ ონლაინ ან წერითი ტესტი მათემატიკაში იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც გათვალისწინებულია ქართველი სტუდენტებისთვის.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები