ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის ადმინისტრირება: ტურიზმი

ბიზნესის ადმინისტრირება: ტურიზმი

თუ გსურს, შეისწავლო საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი, ტურიზმის სფეროში ბიზნესსტრატეგიების აგება, ბიზნესგეგმების შედგენა, განხორციელების შესაძლებლობები და რისკები, ბიზნესის ადმინისტრირების ტურიზმის მიმართულება სწორედ შენთვისაა.

იმისათვის, რომ გამოიყენო ქვეყნის არსებული რესურსები შენი ბიზნესგეგმისათვის და განახორციელო საკუთარი იდეები, საჭიროა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა ტურიზმის მენეჯმენტისა და, ზოგადად, სტრატეგიული და ოპერაციული მენეჯმენტის სფეროში, არამედ ტურისტულ ფირმაში მმართველობით პოზიციაზე მუშაობისათვის საჭირო პრაქტიკული უნარების გამომუშავებაც, რაშიც ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, მასში შემავალი სასწავლო კურსები, მაღალკვალიფიციური აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და უნივერსიტეტში არსებული ტურიზმის ცენტრი დაგეხმარება.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, შენ შეძლებ:

  • დასაქმდე კერძო და საჯარო სფეროში სხვადასხვა მმართველობით პოზიციაზე;
  • საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალისა და გლობალური ტურისტული ნაკადების გაანალიზების შედეგად, შეარჩიო და შეაფასო პროექტები და ჩაერთო ტურისტული პროდუქტების დანერგვაში/განვითარებაში.
  • სწავლა განაგრძო მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  • ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მისაღებად უნდა დააგროვო, ჯამში, 240 კრედიტი;
  • გარდა ძირითადი სპეციალობისა (Major), ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, აირჩიო დამატებითი სპეციალობა (Minor) ან თავისუფალი კრედიტები.
  • ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში, უნდა გაიარო ზოგადი მოდულის კურსები (60 კრედიტი), ძირითადი სპეციალობის (მენეჯმენტი/საბანკო და საფინანსო საქმე/ტურიზმი) კურსები (120 კრედიტი) და დამატებითი სპეციალობის კურსები/თავისუფალი კრედიტები (60 კრედიტი).
  • ილიას უნივერსიტეტში არსებული „Erasmus+“ გაცვლითი პროგრამები მოგცემს საშუალებას, ერთი ან რამდენიმე სემესტრით სწავლა განაგრძო საზღვარგარეთ.
  • შეძლებ გახდე ფორბსის კლუბის წევრი და შეხვდე ბიზნესის სფეროში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებენ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

E 402 ოთახი, ბიზნესის სკოლა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5
✉ business@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (180)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები