ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის ადმინისტრირება: საბანკო და საფინანსო საქმე

ბიზნესის ადმინისტრირება: საბანკო და საფინანსო საქმე

თუ გსურს, შეისწავლო საფინანსო დაწესებულებათა საქმიანობის ძირითადი პრინციპები, საქართველოს საგადასახადო და საბანკო სისტემები და კომერციულ ბანკებში მიმდინარე ძირითადი ოპერაციები, უნდა აირჩიო ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა საბანკო და საფინანსო საქმის მიმართულებით.

იმისათვის, რომ დააკმაყოფილო საბანკო სექტორის მოთხოვნები და იქცე კონკურენტუნარიან კადრად, საჭიროა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა საბანკო და საფინანსო სფეროში, არამედ პრაქტიკული უნარების გამომუშავებაც, რაშიც ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, მასში შემავალი სასწავლო კურსები, მაღალკვალიფიციური აკადემიური და მუდმივად სტუდენტის ინტერესებზე ორიენტირებული ადმინისტრაციული პერსონალი დაგეხმარება.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, შენ შეძლებ:

  • დასაქმდე კერძო და საჯარო სფეროში სხვადასხვა მმართველობით პოზიციაზე;
  • შეაფასო ეკონომიკური მოვლენები მიკრო და მაკრო დონეზე, შეარჩიო და შეაფასო საინვესტიციო პროექტები, გააანალიზო განხორციელების რისკები და მონაწილეობა მიიღო საბანკო პროდუქტების დანერგვაში/განვითარებაში.
  • სწავლა განაგრძო მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  • ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მისაღებად უნდა დააგროვო, ჯამში, 240 კრედიტი;
  • გარდა ძირითადი სპეციალობისა (Major), ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, აირჩიო დამატებითი სპეციალობა (Minor) ან თავისუფალი კრედიტები.
  • ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში, უნდა გაიარო ზოგადი მოდულის კურსები (60 კრედიტი), ძირითადი სპეციალობის (მენეჯმენტი/საბანკო და საფინანსო საქმე/ტურიზმი) კურსები (120 კრედიტი) და დამატებითი სპეციალობის კურსები/თავისუფალი კრედიტები (60 კრედიტი).
  • ილიას უნივერსიტეტში არსებული „Erasmus+“ გაცვლითი პროგრამები მოგცემს საშუალებას, ერთი ან რამდენიმე სემესტრით სწავლა განაგრძო საზღვარგარეთ.
  • შეძლებ გახდე ფორბსის კლუბის წევრი და შეხვდე ბიზნესის სფეროში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებენ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

E 402 ოთახი, ბიზნესის სკოლა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5
✉ business@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (180)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები