ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის ადმინისტრირება: მენეჯმენტი

ბიზნესის ადმინისტრირება: მენეჯმენტი

თუ გსურს, შეისწავლო ორგანიზაციებისა და საწარმოების სტრუქტურა, მართვის პროცესები და მექანიზმები, მენეჯმენტის მიმართულება სწორედ შენთვისაა.

თანამედროვე სამყარო და საბაზრო ეკონომიკა ადამიანებს და, მით უფრო, მენეჯერებს, მეწარმეებსა და მმართველობით პოზიციებზე მომუშავე პირებს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე აყენებს.

იმისათვის, რომ გახდე წარმატებული მენეჯერი, საჭიროა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა მენეჯმენტისა და მარკეტინგის სფეროში, არამედ პრაქტიკული უნარების გამომუშავებაც, რაშიც ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, მასში შემავალი სასწავლო კურსები, მაღალკვალიფიციური აკადემიური და მუდმივად სტუდენტის ინტერესებზე ორიენტირებული ადმინისტრაციული პერსონალი დაგეხმარება.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, შენ შეძლებ:

  • დასაქმდე კერძო და საჯარო სფეროში, სხვადასხვა მმართველობით პოზიციაზე;
  • დაწერო და მართო პროექტები, შექმნა და განახორციელო საკუთარი ბიზნესგეგმა;
  • სწავლა განაგრძო მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  • ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მისაღებად უნდა დააგროვო, ჯამში, 240 კრედიტი;
  • გარდა ძირითადი სპეციალობისა (Major), ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, აირჩიო დამატებითი სპეციალობა (Minor) ან თავისუფალი კრედიტები.
  • ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში, უნდა გაიარო ზოგადი მოდულის კურსები (60 კრედიტი), ძირითადი სპეციალობის (მენეჯმენტი/საბანკო და საფინანსო საქმე/ტურიზმი) კურსები (120 კრედიტი) და დამატებითი სპეციალობის კურსები/თავისუფალი კრედიტები (60 კრედიტი).
  • ილიას უნივერსიტეტში არსებული „Erasmus+“ გაცვლითი პროგრამები მოგცემს საშუალებას, ერთი ან რამდენიმე სემესტრით სწავლა განაგრძო საზღვარგარეთ.
  • შეძლებ გახდე ფორბსის კლუბის წევრი და შეხვდე ბიზნესის სფეროში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებენ.
 
 

საკონტაქტო ინფორმაცია:

E 402 ოთახი, ბიზნესის სკოლა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5
✉ business@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (180)



მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები