ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მაგისტრატურაში მიღების პროცედურები და ვადები

მიღება ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2020 - 2021

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი 2020-2021 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

ბიზნესის სკოლა

ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი) - კანდიდატის შეფასების სქემა ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 190
MBA (ENG) კანდიდატის შეფასების სქემა ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 50
ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი - კანდიდატის შეფასების სქემა ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 30
საზოგადოებრივი ურთიერთობები - კანდიდატის შეფასების სქემა ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 60

ტექნოლოგიების სკოლა

თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები - კანდიდატის შეფასების სქემა ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 15
პროგრამული ინჟინერია - კანდიდატის შეფასების სქემა ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 10
თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება - კანდიდატის შეფასების სქემა ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 16
ახალი მასალები ნანოელექტრონიკისა და ნანოინჟინერიისთვის - კანდიდატის შეფასების სქემა ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 6
ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვა და მდგრადი განვითარება - კანდიდატის შეფასების სქემა ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 13

განათლების სკოლა

განათლების ადმინისტრირება - კანდიდატის შეფასების სქემა ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 55
სპეციალური განათლება - კანდიდატის შეფასების სქემა ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 20

რეგისტრაციის ვადები და პროცედურა

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა აპლიკანტებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2020 წლის 14 აგვისტოდან 29 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით.
რეგისტრაციის ბაზა გააქტიურდება 14 აგვისტოს. ბაზაში შეყვანილი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებს მაგისტრანტობის კანდიდატი. ელექტრონული რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/masters 

რეგისტრაციის ელექტრონულ ბაზაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) 2020 წლის სამაგისტრო საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
გ) ფოტოსურათი;
დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტის ასლი;
ე) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობის ასლი, სადაც მითითებული უნდა იყოს მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი.
ვ) სამხედრო  აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის)

გაითვალისწინეთ, რომ ერთი პირადობით რეგისტრირდებით მხოლოდ ერთხელ, შესაბამისად რეგისტრაციის დროს მიუთითეთ ყველა სასურველი ფაკულტეტი და პროგრამა და ისე გამოაგზავნეთ განაცხადი, განაცხადის გამოგზავნის შემდეგ ფაკულტეტს და პროგრამას ვეღარ დაამატებთ! 

რეგისტრაციისას ასატვირთი დოკუმენტების ჩამონათვალი სამაგისტრო პროგრამების მიხედვით იხილეთ აქ.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების განრიგი

ინგლისური ენის გამოცდების განრიგი

პროგრამების - ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი), ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი, განათლების ადმინისტრირება - ინგლისური ენის გამოცდის შედეგები განთავსდება 2 სექტემბერს.

სამაგისტრო პროგრამების ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი), ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი და განათლების ადმინისტრირება მაგისტრანტობის კანდიდატებმა საპრეტენზიო განაცხადები უნდა გადმოაგზავნონ ელ. მისამართზე bte@iliauni.edu.ge 2020 წლის 3 სექტემბერს 24 საათმადე. საპრეტენზიო განაცხადის ნიმუში

2020 წლის  სექტემბერს ვებ-გვერდზე განთავსდება ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით.

შიდასაუნივერსიტეტო სპეციალობის გამოცდებისა და გასაუბრებების განრიგი

  • ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი) - 2020 წლის 8 სექტემბერი - ქეისი
  • ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი - 2020 წლის 7 სექტემბერი - ქეისი
  • MBA (ENG) - 2020 წლის 7 სექტემბერი - ქეისი
  • საზოგადოებრივი ურთიერთობები - 2020 წლის 4, 5, 7 სექტემბერი - ზეპირი გამოცდა
  • * დამხმარე ლიტერატურა - საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა - დენის ლ. უილკოქსი გლენ ტ. კამერონი.
  • სპეციალური განათლება - 2020 წლის 1, 2, 3 და 4 სექტემბერი - ზეპირი გამოცდა
  • განათლების ადმინისტრირება -2020 წლის 8,9,10 და 11 სექტემბერი -ზეპირი გამოცდა
  • ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვა და მდგრადი განვითარება - 2020 წლის 1 სექტემბერი - ზეპირი გამოცდა
  • ახალი მასალები ნანოელექტრონიკისა და ნანოინჟინერიისთვის - 2020 წლის 2 სექტემბერი - ზეპირი გამოცდა
  • თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება - 2020 წლის 3-4 სექტემბერი - ზეპირი გამოცდა
  • თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები - 2020 წლის 7,8 სექტემბერი -წერითი და ზეპირი გამოცდა
  • პროგრამული ინჟინერია - 2020 წლის 9 სექტემბერი - წერითი გამოცდა

სამაგისტრო საფეხურზე გამოცდების პროცესის უზრუნველყოფა მოხდება დისტანციურ რეჟიმში, ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით. 

დეტალური ინფორმაცია ინგლისური ენის გამოცდის, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების თარიღების, დროისა და პლატფორმის შესახებ უნივერსიტეტის ვებ- გვერდზე განთავსდება არაუგვიანეს 31 აგვისტოსი.

პირველადი შედეგების გამოქვეყნება, აპელაციის პროცედურა და საბოლოო შედეგები
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა გამოცდების პირველადი შედეგები უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება 2020 წლის 14 სექტემბერს. 

მაგისტრობის კანდიდატებმა საპრეტენზიო განაცხადები უნდა გადმოაგზავნონ 2020 წლის 15 სექტემბერს 18 საათის ჩათვლით, ელ. მისამართზე bte@iliauni.edu.ge, საპრეტენზიო განაცხადის ნიმუში .
ზეპირი გამოცდების სააპელაციო განრიგი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება 2020 წლის 16 სექტემბერს.

მაგისტრობის კანდიდატთა რეიტინგული სიები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები) უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება 2020 წლის 17 სექტემბერს.

ხელშეკრულებების გაფორმება

მაგისტრობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთო სამაგისტრო და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება შემდეგი გრაფიკით:

  • ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2020 წლის 18-19 სექტემბერი,
  • სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2020 წლის 22-23 სექტემბერი,

დეტალური ინფორმაცია ხელშეკრულების გაფორმების გრაფიკის შესახებ (ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით) განთავსდება ვებ.გვერდზე რეიტინგული სიების გამოქვეყნების პარალელურად.

საკონტაქტო ინფორმაცია 
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი
032 2 22 00 09 (180): 577 23 77 19
bte@iliauni.edu.ge


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებებს!

ბანერები