ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია „პროფესიაც კი ცვალებადია“

ღონისძიებები

7 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს, რომელთაც აქვთ 30-დან 120-მდე კრედიტი, ვიწვევთ საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მმართველ პარტნიორ მედეა ტაბატაძის საჯარო ლექციაზე: „პროფესიაც კი ცვალებადია“.

კომპანია „ინსორსი“ წამყვანი საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანიაა. მისი პარტნიორები არიან სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი ორგანიზაციები. კომპანია ეხმარება პარტნიორ ორგანიზაციებს ლიდერების მოძიებასა და ხალხის ეფექტურად მართვაში. „ინსორსის“ მომსახურება მოიცავს პროფესიონალებისა და ლიდერების მოძიებას, მენეჯმენტის კონსულტაციასა და ტრენინგს წარმატებული გუნდის შესაქმნელად.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 5 ნოემბრის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია.

*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში, 30-დან 120 კრედიტამდე მქონე სტუდენტებისათვის, ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 18:30 საათი


დრო: 7 ნოემბერი, 19:00საათი

ადგილმდებარეობა: E 406 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

 

ბანერები