ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კულტურის მენეჯმენტის პროგრამა

კულტურის მენეჯმენტის პროგრამა

კულტურის მენეჯმენტი კულტურის სფეროში არსებულ ძირითად კონცეფციებს, კულტურის განვითარების ეტაპებსა და მიმდინარე მოვლენების ეფექტურად მართვის სტრატეგიებს შეისწავლის.

თუ გსურს შეაფასო და გაანალიზო ქართული კულტურული სივრცე, შექმნა და განახორციელო საკუთარი პროექტები და საჭიროებისამებრ დაგეგმო და მართო ღონისძიებები, კულტურის მენეჯმნეტის საბაკალავრო პროგრამა სწორედ შენთვისაა.

იმისათვის, რომ გახდე კარგი მენეჯერი კულტურის სფეროში, შენ დაგჭირდება არა მხოლოდ თეორიული ცოდნა მენეჯმენტისა და მარკეტინგის სფეროში, ასევე - პრაქტიკული უნარების გამომუშავება. რაშიც კულტურის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა, მასში შემავალი სასწავლო კურსები, მაღალკვალიფიციური აკადემიური და მუდმივად სტუდენტის ინტერესებზე ორიენტირებული ადმინისტრაციული პერსონალი დაგეხმარება.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, შესაძლებლობა გექნება:

  • დაიწყო მუშაობა კულტურის სამინისტროში, რეგიონალურ და მუნიციპალურ განყოფილბაში; თეატრსა და სტუდიებში, გალერეასა და მუზეუმებში; საგამომცემლო დაწესებულებებსა და სარეკლამო კომპანიებში;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული თეატრის, სატელევიზიო სწავლების ცენტრისა და საუნივერსიტეტო გამომცემლობის დახმარებით გამოიმუშაო პრაქტიკული უნარები;
  • სწავლა განაგრძო მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში.

ინფორმაცია, რაც უნდა იცოდე:

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მისაღებად, ჯამში 240 კრედიტი უნდა დააგროვო;
  • გარდა ძირითადი სპეციალობისა (Major), ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას აირჩიო დამატებითი სპეციალობა (Minor) ან თავისუფალი კრედიტები.
  • ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში მოგიწევს ისწავლო: ზოგადი მოდულის კურსები (60 კრედიტი), ძირითადი სპეციალობის (მენეჯმენტის) კურსები (120 კრედიტი) და დამატებითი სპეციალობის კურსები/თავისუფალი კრედიტები (60 კრედიტი).
  • შეგეძლება ჩაერთო ილიას უნივერსიტეტში არსებულ „Erasmus +“ის  გაცვლით პროგრამებში და ერთი ან რამოდენიმე სემესტრით სწავლა განაგრძო საზღვარგარეთ.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ბიზნესის სკოლა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5 E კორპუსი,  ოთახი 402
business@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები