ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

MBA (Eng)

ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა ილიაუნის MBA პროგრამის სტუდენტებისთვის

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: B

საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი და რეგისტრაციის პროცედურა:

სამაგისტრო პროგრამაზე – ''Business Administration'' მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების,  შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის, ინგლისური ენის გამოცდისა (ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი)  და რეზიუმეს (CV)  საფუძველზე.*

პროგრამაზე დაიშვებიან აპლიკანტები, რომელთაც მოპოვებული აქვთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ნებისმიერ სფეროში (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო – ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით).

*გაითვალისწინეთ: რეზიუმე არ განიხილება, თუ არ იქნება მითითებული/წარმოდგენილი:

  • დიპლომის საშუალო ნიშანი (GPA) და GPA-ს გამოთვლის წესის დამადასტურებელი დოკუმენტი (GPA-ს მინიმალური და მაქსიმალური ქულა) ან დიპლომის ქულების საშუალო არითმეტიკული;
  • სამუშაო გამოცდილებისა და სტაჟირების აღწერისას, დამქირავებელი კომპანიის/ორგანიზაციის ან უშუალო ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაცია და პოზიციისა და სტაჟის ამსახველი ცნობა სამუშაო ადგილიდან;
  • გაცვლით პროგრამაში, სასწავლო ტრენინგში, სემინარში, კონფერენციასა და სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

2017-2018 სასწავლო წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, შეუძლიათ, ერთი სემესტრი გაატარონ ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (ავსტრია) და სწავლის დასრულების შემდეგ მიიღონ დიპლომი და კვალიფიკაცია ორივე უნივერსიტეტისგან.

ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი ერთ-ერთი წარმატებული ავსტრიული სასწავლებელია, რომელსაც თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდების სწორი შერწყმის შედეგად კურსდამთავრებულთა დასაქმების 99 %-იანი მაჩვენებელი აქვს. ილიაუნის MBA პროგრამის პარტნიორი საერთაშორისო ბიზნესის სამაგისტრო პროგრამა გამოირჩევა ინტერკულტურული პერსპექტივითა და განსაკუთრებული ფოკუსით კვლევებსა და ინოვაციებზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროგრამაში ჩაერთვებიან მარკეტინგისა და მომხმარებელთან ურთიერთობების სპეციალიზაციით.

თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ორმაგ კვალიფიკაციას და, შესაბამისად, ორ დიპლომს: 

  • “Master of Business Administration” –  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან
  • "Master of Arts in International Business” –  ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტისგან

ორმაგი კვალიფიკაციის მოსაპოვებლად  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვალდებულია:

  • ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს და დაგროვებული ჰქონდეს კრედიტები შემდეგ სასწავლო დარგებში:
    • მენეჯმენტი/ბიზნესის ადმინისტრირება/ეკონომიკა (14 ECTS);
    • იურიდიული/სამართლებრივი მეცნიერებები (6 ECTS);
    • ინგლისური ენა (8 ECTS) ან  ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (C1).
  • ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში გაატაროს სწავლის მეორე სემესტრი და დააგროვოს 27 კრედიტი, რაც აღიარებული იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მიერ „ბიზნესის ადმინისტრირების“ სამაგისტრო პროგრამის მოთხოვნათა დაკმაყოფილებად;
  • გაიაროს ორი საერთაშორისო კომუნიკაციის კურსი (9 ECTS), მათ შორის, ერთი ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ხოლო ერთი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.*

*შენიშვნა: ზემოაღნიშნული საერთაშორისო კომუნიკაციის კურსები არ შედის პროგრამულ 120 კრედიტში და განსაზღვრულია როგორც კურიკულუმს გარეთ შეთავაზებული სასწავლო კომპონენტები. თუმცა მათი გავლა სავალდებულოა ორმაგი კვალიფიკაციის მისაღებად.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ  ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ინგლისურენოვანი კურიკულუმი ან დაუკავშირდით ბიზნესის სკოლას. 

საკონტაქტო ინფორმაცია

ბიზნესის სკოლა
0162, თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ.
3/5 ოთახი:E302

საკონტაქტო პირები:
თამარ თაყაიშვილი
პროექტების მენეჯერი
ელფოსტა:  tamar_takaishvili@iliauni.edu.ge
(995 32) 222 00 09 (181)

ლანა ალიბეგაშვილი
სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი
ელფოსტა: lana.alibegashvili.1@iliauni.edu.ge
(995 32) 222 00 09 (196)



მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები