ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სწავლის საფასური

სწავლის საფასური და გადახდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის საფასურია 2 250 ლარი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ასარჩევად გთავაზობთ საბაკალავრო პროგრამებს, რომლებიც სრულად არის დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ. მათი არჩევის შემთხვევაში, თუ თქვენ ჩააბარებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ილიაუნიში ისწავლით სრულიად უფასოდ.

სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში:

 კოდი  მიმართულება  ვაკანტური ადგილი
 0100402  მათემატიკა  50
 0100404  ფიზიკა  15
 0100403  ბიოლოგია  50
 0100102  ქართული ფილოლოგია  65
 0100103  ისტორია  65
 0100104  ფილოსოფია  15
 0100105  არქეოლოგია  40
 0100106         დაწყებითი სკოლის პედაგოგიკა        50

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აირჩევთ საბაკალავრო პროგრამას, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს, თქვენ მიერ სწავლაში გადასახდელი თანხა, დამოკიდებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თქვენ შედეგებზე: 

• თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიიღებთ 100%-იან სახელმწიფო გრანტს (2 250 ლარი), წელიწადში გადაიხდით 0 ლარს.
• თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიიღებთ 70%-იან სახელმწიფო გრანტს (1575 ლარი), წელიწადში გადაიხდით 675 ლარს.
• თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიიღებთ 50%-იან სახელმწიფო გრანტს ( 1125 ლარი), წელიწადში გადაიხდით 1125 ლარს.
• თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიიღებთ 0%-იან სახელმწიფო გრანტს, წელიწადში გადაიხდით 2 250 ლარს.

სწავლის საფასურის გადახდა 

სწავლის დაწყებამდე, სექტემბრის თვეში, თქვენ გაგიფორმდებათ სასწავლო ხელშეკრულება, რომელშიც აირჩევთ სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკის სასურველ ვარიანტს.

2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადასახადის დაფარვა შესაძლებელია ერთიანად (სრული დაფარვა) ან 2, 4, 6 და 10 თანაბარ ნაწილად;

არსებობს სწავლის საფასურის გადახდის რამდენიმე გზა:

  1. ონლაინპორტალით: Mypay.ge. საკომისიო შეადგენს გადახდილი თანხის 1%-ს.
  2. TBCPAY-ის აპარატებით. საკომისიო შეადგენს ფიქსირებულ 1 ლარს.
  3. ნაღდი ანგარიშსწორებით ქვემოთ ჩამოთვლილ ბანკებში (თქვენ მიერ გადახდილი თანხა მაშინვე აისახება უნივერსიტეტის ახალ ფინანსურ სისტემაში):

შენიშვნა: სწავლის საფასურის გადახდისას, ჩვენი სტუდენტები მხოლოდ „ბაზისბანკში“ ისარგებლებენ შეღავათით და არ გადაიხდიან დამატებით საკომისიოს.

სწავლის საფასურის ბანკში გადახდისას, ბანკის თანამშრომელს უნდა მიეწოდოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • სტუდენტის სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, პროფესიული მე-3 საფეხური, პროფესიული მე-4 საფეხური, პროფესიული მე-5 საფეხური, უმაღლესი პროფესიული, მოსამზადებელი კურსის საფასური, მსმენელი, სასერტიფიკატო კურსი)
  • სტუდენტის პირადი ნომერი.

ფინანსური დავალიანებისა და ვადაგადაცილების შესახებ

სწავლის საფასურის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, სტუდენტს დააკისროს ფინანსური ჯარიმა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. თუმცა, სტუდენტს, რომელიც დადგენილ ვადაში გადაიხდის სწავლის საფასურს ზემოთ შეთავაზებული ნებისმიერი გზით და უნივერსიტეტში წარადგენს გადახდის დამადასტურებელ შესაბამის ქვითარს, მიუხედავად იმისა, როდის აისახება აღნიშნული თანხა საუნივერსიტეტო ანგარიშზე, მოეხსნება ვადაგადაცილების გამო დაკისრებული ჯარიმა.

შენიშვნა: 2016 წლის 30 სექტემბრიდან უნივერსიტეტში ამოქმედდა სტუდენტთა სწავლის გადასახადის აღრიცხვის ახალი ელექტრონული სისტემა.ახალ სისტემაზე გადასვლის გამო, „არგუსზე“ დროებით გამორთულია ფინანსური დავალიანების ველი. თანხის ბანკში გადახდისას ვერც ბანკის თანამშრომელი მოგაწვდით ინფორმაციას დავალიანების რაოდენობის შესახებ. ამიტომ, ახალი სისტემის სრულყოფილ ამოქმედებამდე, სწავლის საფასურის გადახდისას ისარგებლეთ ხელშეკრულების მონაცემებით.

მხოლოდ იმ სტუდენტების საყურადღებოდ, ვისაც სწავლების საფეხურზე ორი პროფილი აქვს:

ბანკში გადასახადის გადახდისას ბანკის თანამშრომელს უნდა მიაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • სწავლების საფეხური
  • აბონენტის კოდი

შენიშვნა: აბონენტის კოდი შედგება თქვენი პირადი ნომრისა და პროფილის ორციფრიანი ნომრისაგან. აბონენტის კოდი მითითებულია თქვენს „არგუსში“. მის მოსაძებნად, „არგუსის“ ზედა, მარჯვენა კუთხეში მოცემული საინფორმაციო ველიდან უნდა აირჩიოთ სასურველი მიმართულება/საფეხური და მასზე გადართვის შემდეგ თქვენს სახელსა და გვარზე დაწკაპუნებით გამოიძახოთ საკუთარი პროფილი. აბონენტის კოდი პროფილის პირველ სვეტში მოცემული Billing ID-ია.

შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ფაკულტეტებს ან სწავლების საფასურის აღრიცხვა-ანგარიშის დეპარტამენტს.

საკონტაქტო ინფორმაცია

სწავლების საფასურის აღრიცხვა-ანგარიშის დეპარტამენტი

მის.: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E203 ოთახი (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

ტელ.: 2 22 00 09 (113)

სწავლის დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობები: 

2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამოქმედდა სტუდენტების საუნივერსიტეტო სივრცეში სტაჟირება/დასაქმების პროგრამა „დასაქმდი და ისწავლე ილიაუნიში“. პროგრამის მონაწილე სტუდენტების შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი, აკადემიურ მოსწრებაზა და აქტიურობასთან ერთად არის მათი ფინანსური მდგომარეობა.

ბანერები