ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის სტიპენდიები აბიტურიენტებისთვის

ილიაუნის სტიპენდიები აბიტურიენტებს

ახალი ამბები

2020-2021ნსასწავლო წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ დააწესებს სტიპენდიებს აბიტურიენტებისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ხელმისაწვდომი იყოს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის. 

ილიაუნის სტიპენდიის მიღების პირობები


1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს მიიღებ, თუ:

  • ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე და 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებით იქნები ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო 100 აბიტურიენტს შორის;
  • ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2020 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება;
  • ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2020 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება;
  • ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2020 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება;
  • ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2020 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება.

  • 2000-ლარიან STEM-სტიპენდიას მიიღებ, თუ:

    • 2020 წელს ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, რომლებიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შემუშავდა საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოთხოვნების მიხედვით:
      • ინგლისრენოვანი კომპიუტერული ინჟინერია - 0100117
      • ინგლისურენოვანი სამოქალაქო ინჟინერია - 0100115
      • ინგლისურენოვანი ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია - 0100118
    • და ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულებით იქნები აღნიშნულ პროგრამებზე ჩარიცხულ ყველაზე მაღალი ქულების მქონე 15 პირველკურსელს შორის. 

პროგრამებისა და სასტიპენდიო ფონდის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეავსე მარტივი სააპლიკაციო ფორმა და მოითხოვე ინფორმაცია.

სააპლიკაციო ფორმისთვის მიჰყევი ბმულს: https://bit.ly/2JR6tKR


სტიპენდიის მიღების დამატებითი პირობა

ერთ პირზე შესაძლებელია მხოლოდ 1 ტიპის  სტიპენდიის გაცემა. იმ შემთხვევაში, თუ პირი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიის მიღების ერთზე მეტ პირობას დააკმაყოფილებს, დაჯილდოვდება თანხობრივად უკეთესი პირობის მქონე, მაგრამ 1 სტიპენდიით. სტიპენდიას მიიღებ იმ შემთხვევაშიც, თთუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვებ 100%-იან სასწავლო გრანტს ან ჩააბარებ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საბაკალავრო პროგრამაზე. 

სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენების პირობები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის საფასური წელიწადში 2250 ლარია. 100 %-იანი სახელმწიფო გრანტის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს სწავლა სრულად უფინანსდება. შესაბამისად, სტუდენტს შეეძლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო ვაუჩერი გამოიყენოს საჭიროებისამებრ - გადაიხადოს ბინის ქირა, შეიძინოს წიგნები, დაიფინანსოს ტრანსპორტირება და ა.შ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!

საკონტაქტო ინფორმაცია

abiturienti@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (352)

ბანერები