ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის სტიპენდია აბიტურიენტებისთვის

ილიაუნის სტიპენდიები აბიტურიენტებს

ახალი ამბები

2017-2018 სასწავლო წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ დააწესებს სტიპენდიებს ნიჭიერი აბიტურიენტებისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ხელმისაწვდომი იყოს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის. წლევანდელი სასტიპენდიო ფონდი 150 000 ლარზე მეტია.

ილიაუნის სტიპენდიის მიღების პირობები

1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს მიიღებ, თუ:

  • ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე და 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებით იქნები ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო 100 აბიტურიენტს შორის;
  • ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2017 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება;
  • ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2017 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება;
  • ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2017 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება;
  • ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2017 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება;

2000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს მიიღებ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ბაზისბანკის“ ერთობლივი STEM სასტიპენდიო პროგრამა), თუ:

  • ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამაზე და აღნიშნულ პროგრამაზე 2017 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ქულებით იქნები საუკეთესო ათეულში.

ასევე, გაზაფხულზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაატარებს ფიზიკის ოლიმპიადას, რომელიც ფიზიკით დაინტერესებულ აბიტურიენტებს შესაძლებლობას მისცემს, მოიპოვონ სასტიპენდიო ვაუჩერი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა და ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემა, „ფორბსი“ მაისის თვეში ჩაატარებს ბიზნესიდეების სასტიპენდიო კონკურსს - Abitour, რომლის პირველ ადგილზე გასული გასული გუნდის თითოეული წევრი მიიღებს 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერს, ხოლო მეორე ადგილზე გასული გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდება 650-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით.
დეტალური ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე: https://goo.gl/cEfa1e 

სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების დამატებითი პირობა
ერთ პირზე შესაძლებელია მხოლოდ 1 სასტიპენდიო ვაუჩერის გაცემა. იმ შემთხვევაში, თუ პირი სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების ერთზე მეტ პირობას დააკმაყოფილებს, დაჯილდოვდება თანხობრივად უკეთესი პირობის მქონე სასტიპენდიო ვაუჩერით. 

სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენების პირობები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის საფასური წელიწადში 2250 ლარია. 100 %-იანი სახელმწიფო გრანტის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს სწავლა სრულად უფინანსდება. ასევე, ილიაუნიში გვაქვს 8 საბაკალავრო პროგრამა, რომელთაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო. შესაბამისად, სტუდენტს შეეძლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო ვაუჩერი გამოიყენოს საჭიროებისამებრ - გადაიხადოს ბინის ქირა, შეიძინოს წიგნები, დაიფინანსოს ტრანსპორტირება და ა.შ.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

ტელ.: (+995 32) 222 00 09 (352)
ელფოსტა: pr@iliauni.edu.ge

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!

ბანერები