ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამოქალაქო ინჟინერია

სამოქალაქო ინჟინერია - SDSU-ს საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) (კალიფორნია, აშშ) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე ახორციელებს სამოქალაქო ინჟინერიის საერთაშორისო აკრედიტაციის* საბაკალავრო პროგრამას.

პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და ლექციებს ქართველი სტუდენტებისთვის კითხულობენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU)-დან მოწვეული ამერიკელი პროფესორები.

პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს.


პროგრამის აღწერა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა გთავაზობთ სასწავლო კურსებს სამოქალაქო ინჟინერიის ძირითად სფეროებში:

  • მშენებლობა;
  • გეოდეზია;
  • წყლის რესურსები და ეკოლოგია;

სწავლის დროს თეორიულსა და პრაქტიკულ საინჟინრო პრობლემებზე მუშაობა ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებას. სასწავლო გეგმის მიზანია, მიაღწიოს თეორიასა და პრაქტიკას შორის ისეთ ბალანსს, რომელიც მოამზადებს კურსდამთავრებულებს როგორც დაუყოვნებლივ დასაქმებისთვის, ასევე, სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისთვისაც.


სწავლების მეთოდოლოგია

პირველი კურსის საგნები მოიცავს კალკულუსს, ფიზიკასა და ქიმიას. მეორე და მესამე წელს სტუდენტები გაივლიან სპეციფიკურ კურსებს სპეციალობაში. თითოეული სტუდენტი ირჩევს ტექნიკურ არჩევით საგნებს, როგორებიცაა: საინჟინრო მეცნიერება, მშენებლობა, ეკოლოგია, გეოტექნიკური ნაგებობები, წყლის რესურსები, სატრანსპორტო ინჟინერია და ა.შ.

ყველა სტუდენტისთვის სავალდებულოა დამამთავრებელი სადიპლომო ნაშრომისთვის საბაკალავრო პროექტში მონაწილეობა, რომელიც აძლიერებს გუნდური მუშაობის, ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარებს და ხელს უწყობს შემოქმედებით აზროვნებას.


დასაქმების შესაძლებლობები

STEM დარგებში დასაქმების და კარიერული ზრდის შესაძლებლობები მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა:

  • სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტები;
  • გარემოს დაცვის, ტრანსპორტირების, წყალმომარაგების სფეროები.

STEM-ის ძირითადი საგნები - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და მათემატიკა - ურთიერთდამოკიდებულია და ბევრ სხვა დისციპლინას უკავშირდება. STEM დარგების მრავალფეროვნება მოიცავს ინჟინერიის ყველა ასპექტს, ფინანსური სექტორის არასაინჟინრო ტექნიკურ მხარეებს, სტატისტიკას, რისკების შეფასებას და ბევრ სხვა სოციალურ მეცნიერებას, რომელთაც მათემატიკა და ანალიტიკური აზროვნება სჭირდება მონაცემთა სიმრავლეების გასაანალიზებლად. თანამედროვე ხელოვნებაც - მაგალითად, მუსიკა და შემოქმედებითი საქმიანობა - STEM-ის ცოდნასა და უნარებს ემყარება.


გაცვლითი პროგრამები

SDSU-ს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ერთი სემესტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსში.


სასწავლო გარემო 

პროგრამებისთვის განკუთვნილი სასწავლო აუდიტორიები, საინჟინრო, სამეცნიერო და კომპიუტერული ლაბორატორიების აღჭურვილობა და სტანდარტები, ასევე სტუდენტებისათვის შეთავაზებული ტექნოლოგიები აშშ-ში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული კრიტერიუმების შესაბამისია. 

ილიაუნის ტექნოლოგიების კორპუსი 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ტექნოლოგიების კორპუსის მშენებლობა ვაკის პარკთან, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, უკვე დასრულდა. 2019-2020 სასწავლო წლიდან ილიაუნის ტექნოლოგიების კორპუსი აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით. შენობაში განთავსებულია SDSU-საქართველოს აუდიტორიები, სამუშაო სივრცეები და საერთაშორისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები.

  • დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/sdsucampus

* (ABET - საინჟინრო პროგრამების აკრედიტაციის ამერიკის საბჭო, ACS - ამერიკის ქიმიკოსთა ასოციაცია, WASC - სკოლებისა და კოლეჯების დასავლეთის ასოციაცია)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები