ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნისა და ბაზისბანკის STEM-სასტიპენდიო ფონდი

ილიაუნისა და ბაზისბანკის STEM-სასტიპენდიო ფონდი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაზისბანკის STEM-სასტიპენდიო ფონდი 2016 წელს შეიქმნა. ფონდის მიზანია ილიაუნიში სან დიეგოსთან თანამშრომლობით  შექმნილი პროგრამები ხელმისაწვდომი გახადოს STEM-მიმართულებებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის. 

2020 წელს ილიაუნისა და ბაზისბანკის STEM-სასტიპენდიო ფონდის მოცულობა გაიზარდა და 30 000 ლარს შეადგენს. ფონდი თხუთმეტ 2000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს გასცემს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებული აბიტურიენტებისთვის, რომლებიც სწავლას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში STEM მიმართულების პროგრამებზე გააგრძელებენ.

2000-ლარიან STEM-სტიპენდიას მიიღებ, თუ:

  • 2020 წელს ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, რომლებიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შემუშავდა საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოთხოვნების მიხედვით:
    • ინგლისურენოვანი კომპიუტერული ინჟინერია - 0100117
    • ინგლისურენოვანი სამოქალაქო ინჟინერია - 0100115
    • ინგლისურენოვანი ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია - 0100118

  • და ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულებით იქნები აღნიშნულ პროგრამებზე ჩარიცხულ ყველაზე მაღალი ქულების მქონე 15 პირველკურსელს შორის. 

პროგრამებისა და სასტიპენდიო ფონდის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეავსე მარტივი სააპლიკაციო ფორმა და მოითხოვე ინფორმაცია.

სააპლიკაციო ფორმისთვის მიჰყევი ბმულს: https://bit.ly/2JR6tKR

STEM-სტიპენდიით სარგებლობის დამატებითი პირობები: 

✔ თუ ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების ერთზე მეტ პირობას (იხ. სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების სხვა პირობების შესახებ ინფორმაცია აქ) დააკმაყოფილებ, დაჯილდოვდები თანხობრივად უკეთესი პირობების მქონე, მაგრამ 1 სასტიპენდიო ვაუჩერით. 

✔ ილიაუნის 2000-ლარიან STEM-სტიპენდიას მიიღებ იმ შემთხვევაშიც, თუ მიიღებ სახელმწიფოსგან 100%-იან დაფინანსებას. 


საკონტაქტო ინფორმაცია:

 pr@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (352)

 

ბანერები