ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

SDSU-საქართველოსა და ილიაუნის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამები

SDSU-საქართველოსა და ილიაუნის საერთაშორისო აკრედიტაციის ერთობლივი საბაკალავრო პროგრამები

ახალი ამბები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) (კალიფორნია, აშშ) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახორციელებს მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ASC, WASC) შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:  

სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, ლექციებს ატარებენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საქართველოდან.

კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ამერიკულ დიპლომს.


რატომ უნდა ავირჩიო SDSU-საქართველოსა და ილიაუნის საერთაშორისო აკრედიტაციის ერთობლივი საბაკალავრო პროგრამები? 

დაზოგავთ ფინანსურ რესურსებს და საცხოვრებელი ქვეყნის 4 წლით შეცვლის გარეშე თბილისში სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით მიიღებთ:

✔️ცოდნას, რომელიც კარს გაგიხსნით, იყოთ მოთხოვნადი კადრი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, დასაქმდეთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე  მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) სფეროებში;

✔️ისეთ თანამედროვე კომპიუტერულ და ლაბორატორიულ აღჭურვილობასთან მუშაობის გამოცდილებას, რომელიც გამოიყენება 21-ე საუკუნის ბიზნესსა და მრეწველობაში;

✔️ამერიკულ დიპლომს, რომელიც აკმაყოფილებს აკრედიტაციის ისეთი საერთაშორისო უწყებების სტანდარტებს, როგორებიცაა WASC (სკოლებისა და უნივერსიტეტების დასავლეთის ასოციაცია), ABET (ინჟინერიისა და ტექნოლოგიების აკრედიტაციის საბჭო) და ACS (ამერიკის ქიმიური საზოგადოება). 


როგორ ჩავაბარო SDSU-საქართველოსა და ილიაუნის საერთაშორისო აკრედიტაციის ერთობლივ საბაკალავრო პროგრამებზე?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამების (ელექტრული ინჟინერია, სამოქალაქო ინჟინერია) ასარჩევად შემოხაზე 01005. 2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აღნიშნულ პროგრამებზე მიიღებს 40 პირველკურსელს. 

  • ჩასაბარებელი გამოცდების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/sdsuapply  

გაცვლითი პროგრამები

SDSU-საქართველოს სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ერთი სემესტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსში. სტუდენტები ამ შემთხვევაში გადაიხდიან სწავლის იმავე საფასურს, რასაც საქართველოში იხდიან.  

გარდა ამისა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს სთავაზობს გაცვლითი პროგრამებს მრავალფეროვან არჩევანს.

  • დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/isuexchanges

სწავლის საფასური და დაფინანსების მიღების შესაძლებლობა 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის ღირებულება წელიწადში 7500 აშშ დოლარია (ეკვივალენტი ლარში), თუმცა სტუდენტების უმრავლესობა იღებს სტიპენდიას, რომელიც სრულად ან მნიშვნელოვნად ფარავს სწავლაში გადასახდელი თანხის მოცულობას.

გარდა სახელმწიფო გრანტისა, რომელსაც მიიღებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და გამოაკლდება სწავლის საფასურს, დაფინანსების მიღება შესაძლებელია როგორც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს წარმომადგენლობის ოფისიდან, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

დაფინანსება SDSU-საქართველოდან 
SDSU-საქართველო ყოველ წელს გასცემს მრავალრიცხოვან სტიპენდიას და სტუდენტებს სთავაზობს 25%-დან 100%-მდე თანადაფინანსებას. პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების უმეტესობა სარგებლობს დაფინანსებით.

  • SDSU-საქართველოს დაფინანსების მიღების შესაძლებლობებსა და პროცედურებზე ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს: www.georgia.sdsu.edu 

დაფინანსება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან - თხუთმეტი 2000-ლარიანი STEM-სტიპენდია 
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაზისბანკთან თანამშრომლობით ყოველწლიურად აწესებს 2000-ლარიან STEM-სტიპენდიას იმ პირველკურსელებისთვის, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აბარებენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორიო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე (ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია) და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით საუკეთესოები არიან.  წელს STEM-სასტიპენდიო ფონდი გაიზარდა და 2000-ლარიან დაფინანსებას მიიღებს 15 წარმატებული პირველკურსელი.  STEM-სტიპენდიას მიიღებთ იმ შემთხვევაშიც, თუ SDSU-საქართველოს  სრული დაფინანსება გაქვთ მიღებული. ამ შემთხვევაში ჩვენს სტიპენდიას გამოიყენებთ თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე.

  • ილიაუნის დაფინანსების მიღების შესაძლებლობებსა და პროცედურებზე ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/isustem

სასწავლო გარემო 

პროგრამებისთვის განკუთვნილი სასწავლო აუდიტორიები, საინჟინრო, სამეცნიერო და კომპიუტერული ლაბორატორიების აღჭურვილობა და სტანდარტები, ასევე სტუდენტებისათვის შეთავაზებული ტექნოლოგიები აშშ-ში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული კრიტერიუმების შესაბამისია. 

ილიაუნის ტექნოლოგიების კორპუსი 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ტექნოლოგიების კორპუსის მშენებლობა ვაკის პარკთან, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, უკვე დასრულდა. 2019-2020 სასწავლო წლიდან ილიაუნის ტექნოლოგიების კორპუსი აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით. შენობაში განთავსებულია SDSU-საქართველოს აუდიტორიები, სამუშაო სივრცეები და საერთაშორისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები.

  • დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/sdsucampus

საკონტაქტო ინფორმაცია

მ.კოსტავას N5, თბილისი, 0108, საქართველო ;
ტელ.: +995 (32) 2 311 611
E-mail: georgiainfo@sdsu.edu 
www.sdsu.georgia.edu

ბანერები