ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შედეგები

სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსის შედეგები

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ 24 ივნისს აბიტურიენტებისათვის სასტიპენდიო კონკურსი ჩაატარა.

კონკურში მონაწილეობა 50-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო. კონკურსანტებმა შეასრულეს წერითი დავალება,  რომელიც მიზნად ისახავდა მათი ცოდნის შეფასებას სამოქალაქო განათლებაში. წერითი დავალება, რომლის მაქსიმალური შეფასებაც 40 ქულა იყო, ორი ნაწილისაგან შედგებოდა, ტესტური დავალებები და ერთი ესეს ტიპის დავალება. 

კონკურსანტებს შორის ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს გიორგი ჩაჩხიანმა, ანა შუშანაშვილმა და რუსუდან ჯანჯალაშვილმა, შესაბამისად ისინი სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ და უნივერსიტეტისგან 1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერებს მიიღებენ. ასევე, ყველა აბიტურიენტი, ვინც 50%-იანი ზღვარი გადალახა (მიიღო 21 ან მეტი ქულა) მონაწილეობას მიიღებს ილიაუნის სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში. 

სასტიპენდიო კონკურსის შედეგები, გამოყენებული ტესტები და სწორი პასუხები იხილეთ თანდართული ფაილების სახით. 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

pr@iliauni.edu.ge

032 2 22 00 09 (352)

Facebook.com/Iliauni

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები