ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსი აბიტურიენტებისთვის

სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსი აბიტურიენტებისათვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 24 ივნისს სამართლის მიმართულებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის სასტიპენდიო კონკურსს ჩაატარებს.

კონკურსის მონაწილე წარმატებული აბიტურიენტები საინტერესო პრიზებით დაჯილდოვდებიან, ხოლო კონკურსის 3 გამარჯვებული მიიღებს ილიაუნის სამართლის სკოლის 1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს.


ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ აბიტურიენტს, რომელიც 2018 წელს აბარებს ერთიან ეროვნული გამოცდებს.

როგორ მივიღო კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 22 ივნისისა და ჩვენ დაგიკავშირდებით.

სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.ly/lawcompetition


კონკურსის განრიგი და ფორმატი

დრო: 24 ივნისი, 15:00 საათი

ხანგრძლივობა: 1, 5 საათი

ფორმატი: კონკურსი ჩატარდება ტესტირების ფორმატში. ტესტი მოიცავს 30 დახურულ (4 სავარაუდო პასუხით) და ერთ ღია შეკითხვას. ტესტის მიზანია, შეაფასოს აბიტურიენტების ცოდნა სამოქალაქო განათლებაში.

ტესტის სწორი პასუხები/შეფასების სქემა და პირველადი შედეგები აბიტურიენტების საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება არაუგვიანეს 30 ივნისისა.

სააპელაციო განაცხადი ელექტრონული ფორმით მიიღება შედეგების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღეში ელფოსტის მისამართზე: info@iliauni.edu.ge .

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსი,

ილია ჭავჭავაძის გამზირი N32

ბანერები