ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაგეგმილი შეხვედრები

თამარ გურჩიანის შეხვედრა აბიტურიენტებთან – გორი, 2 თებერვალი

ღონისძიებები

2 თებერვალს, 13:00 საათზე, ქალაქ გორის კულტურის ცენტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი თამარ გურჩიანი აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და მათთვის წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ ავირჩიო პროფესია?“.

ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

თამარ გურჩიანის შესახებ

თამარ გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, უილიამისა და მერის კოლეჯის სამართლის სკოლის მაგისტრია. იგი არის შესაძლებლობების განვითარების მენეჯერი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტში, USAID-ის მიერ დაფუძნებულ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტში. რადიო „თავისუფლების“ ბლოგერი. ორგანიზაციის „საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ კონსულტანტი.

ვრცელი ბიოგრაფიის სანახავად მიჰყევით ბმულს: http://faculty.iliauni.edu.ge/law/thamar-gurchiani/

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თებერვლიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები წაუკითხავენ. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2RI4a0r

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის

ბანერები