ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაგეგმილი შეხვედრები

ნინო ფირცხალავას შეხვედრა აბიტურიენტებთან – ახალციხე, 28 თებერვალი

ღონისძიებები

28 თებერვალს, 15:00 საათზე, ქალაქ ახალციხის #1 საჯარო სკოლაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების პროფესორი ნინო ფირცხალავა აბიტურიენტებთან  შეხვედრას გამართავს და წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ,,როგორ ავირჩიოთ პროფესია”.

ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

ნინო ფირცხალავას შესახებ 

ნინო ფირცხალავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების პროფესორია. იგი იყო ილია ჭაჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი და შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. 

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თებერვლიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2RI4a0r

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის

ბანერები