ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაგეგმილი შეხვედრები

ნანა დიხამინჯიას შეხვედრა აბიტურიენტებთან – რუსთავი, პირველი მარტი

ღონისძიებები

26 იანვარს, 14:00 საათზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალურ თეატრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი და ვიცერექტორი ნანა დიხამინჯია აბიტურიენტებთან  შეხვედრას გამართავს და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: მომავლის პროფესიები.

ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

ნანა დიხამინჯიას შესახებ 

ნანა დიხამინჯია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცერექტორი და ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პროფესორია კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით. ის ამავდროულად ხელმძღვანელობს კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამას. ნანა პროფესიით მათემატიკოსია, თუმცა ოც წელზე მეტია პროგრამირების მიმართულებით მუშაობს.

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თებერვლიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2RI4a0r

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის


საკონტაქტო ინფორმაცია:

abiturienti@iliauni.edu.ge

☏ (+995 32) 222 00 09 (352)

ბანერები