ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩატარებული შეხვედრები

დავით თარხნიშვილისა და ზურაბ გურიელიძის შეხვედრა აბიტურიენტებთან – ფოთი, 19 მაისი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და წარმომადგენლების მორიგი საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებთან 19 მაისს, 12:00 საათზე, ქალაქ ფოთში, კოლხეთის ეროვნული პარკში (გურიის ქ. #222) გაიმართება.

აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები.

  • დავით თარხნიშვილი – თანამედროვე გარემო და გამოწვევები: რატომ უნდა ვისწავლოთ ეკოლოგია?
  • ზურაბ გურიელიძე – ძუძუმწოვართა კონსერვაცია: როგორ შეგვიძლია გარემოს გაუმჯობესება?

მოხსენებების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

დავით თარხნიშვილის შესახებ

დავით თარხნიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანია. ის ასევე ხელმძღვანელობს ეკოლოგიის ინსტიტუტს. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და ნაშრომი.

დავით თარხნიშვილის სამეცნიერო ინტერესი აერთიანებს ისეთ თემებს, როგორებიცაა: ევოლუციური ბიოლოგია, სახეობათა წარმოშობა, პოპულაციური ეკოლოგია და გენეტიკა, ბიოგეოგრაფია და ა.შ.

ზურაბ გურიელიძის შესახებ

ზურაბ გურიელიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია კონსერვაციული ბიოლოგიის მიმართულებით. ის 2006 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის ზოოპარკს. გამოქვეყნებული აქვს ათეულობით სამეცნიერო ნაშრომი.

ზურაბ გურიელიძის სამეცნიერო ინტერესი აერთიანებს ისეთ თემებს, როგორებიცაა: კონსერვაციული ბიოლოგია, გადაშენების პირად მყოფი ძუძუმწოვრები, შავი ზღვის ეკოსისტემა და ა. შ.

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს უფროსკლასელებისათვის. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემატიკაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელიაზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/tjp2jh

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის

 

საკონტაქტო ინფორმაცია 

ana.kvanchilashvili@iliauni.edu.ge
pr@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (352) / 577 53 02 20

ბანერები