ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საჩუქარი აბიტურიენტებს ილიაუნისგან - ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი უფასო კურსები

საჩუქარი აბიტურიენტებს ილიაუნისგან - ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი უფასო კურსები

მრავალი წელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებსა და მაგისტრობის მსურველებს სხვადასხვა ტიპის მოსამზადებელ პროგრამას სთავაზობს სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში.

2016 წელს უნივერსიტეტში შეიქმნა მოსამზადებელი ცენტრი, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და მაგისტრობის მსურველებს, წარმატებით ჩააბარონ გამოცდები და სწავლა მათთვის სასურველი მიმართულებით გააგრძელონ.

2017-2018 სასწავლო წლისთვის ილიაუნის მოსამზადებელი ცენტრი აბიტრიენტებისთვის ორი ტიპის პროგრამას განახორციელებს:

✔ უფასო ინტენსიური კურსი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტექნიკებში აბიტურიენტებისთვის 
კურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისთვის, რომლებიც გარკვეულ დონეზე ფლობენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გათვალისწინებულ მასალას (უნარებსა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში) და საჭიროებენ ამ მიმართულებით გამოცდების ჩაბარების ტექნიკების - კერძოდ, აღნიშნულ საგნებში ტესტის უმოკლეს დროში ეფექტურად შესრულების სტრატეგიის - დახვეწას. კურსის ფარგლებში, განხილული იქნება გამოცდებით გათვალისწინებული ყველა ტიპის ამოცანა და, რთული მაგალითების გაანალიზების გზით, მსგავსი დავალებების შესრულების ტექნიკები.

    • მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2j4FoV0
    • კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: https://goo.gl/yWn85C

✔ სამთვიანი უფასო მოსამზადებელი კურსი აბიტურიენტებისთვის
კურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისთვის, რომლებიც, ფინანსური მდგომარეობის გამო, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მოემზადონ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. კურსის ფარგლებში, სრულად გაივლით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის საგნებით გათვალისწინებულ ყველა საკითხს/კომპონენტს.

    • მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაცია დასრულდა 2017 წლის 5 თებერვალს. 
    • კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: https://goo.gl/Kq3nKG 

მოსამზადებელი ცენტრის ტრენერები

მარი დგებუაძე, ზოგადი უნარების მოდულის ტრენერი მრავალწლიანი გამოცდილებით

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის კითხულობს სალექციო კურსებს ლოგიკაში, კვლევის მეთოდებში, უმაღლეს მათემატიკაში, აკადემიურ წერაში; ავტორია კურსებისა: GRE, GMAT და SAT.

ეკა ჩიკვაიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მოდულის ტრენერი მრავალწლიანი გამოცდილებით
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 4 მონოგრაფიის ავტორი

საკონტაქტო ინფორმაცია

pr@iliauni.edu.ge
032 2 22 00 09 (352)
facebook.com/Iliauni

ბანერები