ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

უცხოური ენები

საინფორმაციო შეხვედრა - უცხოური ენები ივა მინდაძესთან ერთად

ახალი ამბები

რეგისტრაცია დასრულებულია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტების მოსამზადებელი ცენტრი 2019 წლის აპრილში რამდენიმე საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლებს საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციასთან ერთად.

ვის შეუძლია საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრება

უცხოური ენების ტესტთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის. შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: ______

ვინ გაუძღვება საინფორმაციო შეხვედრას

საინფორმაციო შეხვედრას გაუძღვება საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის ექსპერტი ივა მინდაძე. ის 2000-2018 წლებში მუშაობდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ჯერ გერმანული ენის ექსპერტად, შემდეგ კი უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელად, ბოლო წლებში ასრულებდა დირექტორის მოადგილის მოვალეობას.

რა ინფორმაციას მიიღებენ აბიტურიენტები შეხვედრაზე

  • უცხოური ენების ტესტის სტრუქტურა
    • მოსმენის ნაწილი;
    • კითხვის ნაწილი;
    • გრამატიკისა და ლექსიკის დავალებები;
    • წერის დავალებები;

  • რეკომენდაციები - როგორ მოვემზადოთ გამოცდისთვის
    • დავალებათა ამოხსნის სტრატეგიები, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება;
    • საგამოცდო პროცედურები;
    • ტესტირების ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატი;
    • პასუხების ფურცელზე მუშაობა, შავი სამუშაოს ფურცლის გამოყენება, დროის განაწილება.

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

შეხვედრის თარიღი: 2019 წლის 13 აპრილი, 12:00 საათი

შეხვედრის ადგილი: B201 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

გელით და გახსოვდეთ, რომ თქვენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის


 

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: abiturienti@iliauni.edu.ge

+995 322 22 00 09 (352)

 

 

ბანერები