ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქართული ენა და ლიტერატურა

საინფორმაციო შეხვედრა - ქართული ენა და ლიტერატურა გიორგი მაჭავარიანთან ერთად

ახალი ამბები

რეგისტრაცია დასრულებულია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტების მოსამზადებელი ცენტრი 2019 წლის აპრილში რამდენიმე საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლებს საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციასთან ერთად.

ვის შეუძლია საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრება

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის. შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: _______

ვინ გაუძღვება საინფორმაციო შეხვედრას

საინფორმაციო შეხვედრას გაუძღვება საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის ექსპერტი გიორგი მაჭავარიანი. ის 2000 წლიდან დღემდე მუშაობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, თავდაპირველად ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ექსპერტად, ხოლო უკანასკნელ წლებში ქართულის, როგორც მეორე ენის ჯგუფის ხელმძღვანელად.

რა ინფორმაციას მიიღებენ აბიტურიენტები შეხვედრაზე

  • ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის სტრუქტურა
    • ტექსტის რედაქტირება;
    • არგუმენტირებული ესეი;
    • მხატვრული ტექსტის ანალიზი.

  • რეკომენდაციები - როგორ მოვემზადოთ გამოცდისთვის

    • დავალებათა ამოხსნის სტრატეგიები, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება;
    • საგამოცდო პროცედურები;
    • ტესტირების ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატი;
    • პასუხების ფურცელზე მუშაობა, შავი სამუშაოს ფურცლის გამოყენება, დროის განაწილება.

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

შეხვედრის თარიღი: 2019 წლის 6 აპრილი, 12:00 საათი

შეხვედრის ადგილი: B201 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

გელით და გახსოვდეთ, რომ თქვენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ!
#მევირჩევილიაუნის


საკონტაქტო ინფორმაცია
E-mail: abiturienti@iliauni.edu.ge
+995 322 22 00 09 (352)

 

ბანერები