ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრი

მრავალი წელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებსა და მაგისტრობის მსურველებს სხვადასხვა ტიპის მოსამზადებელ პროგრამას სთავაზობს სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში.

2016 წელს უნივერსიტეტში შეიქმნა მოსამზადებელი ცენტრი, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და მაგისტრობის მსურველებს, წარმატებით ჩააბარონ გამოცდები და სწავლა მათთვის სასურველი მიმართულებით გააგრძელონ.

2017-2018 სასწავლო წლისთვის ილიაუნის მოსამზადებელი ცენტრი სამი ტიპის პროგრამას განახორციელებს:

აბიტურიენტებისთვის უფასო ინტენსიური კურსი ერთიანი ეროვნული გამოცდების ტექნიკებში -  რეგისტრაცია დასრულებულია

✔ სამთვიანი უფასო მოსამზადებელი კურსი აბიტურიენტებისთვის - რეგისტრაცია დასრულებულია

✔ საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი უფასო ინტენსიური კურსი -  რეგისტრაცია დასრულებულია


მოსამზადებელი ცენტრის ტრენერები

მარი დგებუაძე, ზოგადი უნარების მოდულის ტრენერი მრავალწლიანი გამოცდილებით

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის კითხულობს სალექციო კურსებს ლოგიკაში, კვლევის მეთოდებში, უმაღლეს მათემატიკაში, აკადემიურ წერაში; ავტორია კურსებისა: GRE, GMAT და SAT.

ეკა ჩიკვაიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მოდულის ტრენერი მრავალწლიანი გამოცდილებით
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 4 მონოგრაფიის ავტორი

საკონტაქტო ინფორმაცია

pr@iliauni.edu.ge
032 2 22 00 09 (352)
facebook.com/Iliauni

ბანერები