ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მაქსველის მომავალი ფიზიკოსების ოლიმპიადა

მაქსველის მომავალი ფიზიკოსების ოლიმპიადა

კონკურსები

9 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ფიზიკით დაინტერესებული აბიტურიენტებისათვის ჩაატარებს მაქსველის მომავალი ფიზიკოსების ოლიმპიადას.

გამარჯვებულ აბიტურიენტებს შეეძლებათ 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერის მოპოვება. ასევე, ოლიმპიადის მონაწილე ყველა წარმატებული აბიტურიენტი დაჯილდოვდება ილიაუნის შემეცნებითი ბანაკის 3-დღიანი საგზურით ყაზბეგში.

ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის საჭიროა რეგისტრაცია არაუგვიანეს 2017 წლის 5 აპრილისა - სარეგისტრაცი ფორმა.

პრიზები

  • 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით* დაჯილდოვდება ოლიმპიადის მონაწილე 5 ყველაზე მაღალი შედეგის მქონე აბიტურიენტი.
  • ფიზიკის გასვლითი ბანაკის (ჩატარდება ყაზბეგში გაზაფხულზე) 3-დღიანი საგზურით (უნივერსიტეტის მხრიდან სრულად დაფინანსებული ტრანსპორტირება, სამჯერადი კვება, სასტუმროში განთავსება, სასწავლო მასალების ხარჯები) დაჯილდოვდება ოლიმპიადის ყველა ნახევარფინალისტი.

მონაწილეობის პირობები

  • ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც 2017 წელს დარეგისტრირებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
  • ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის საჭიროა რეგისტრაცია არაუგვიანეს 2017 წლის 5 აპრილისა  - სარეგისტრაციო ფორმა.

სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენების პირობები

მაქსველის მომავალი ფიზიკოსების ოლიმპიადაზე მიღებული სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენებას აბიტურიენტები შეძლებენ იმ შემთხვევაში, თუ ჩააბარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა (ინდივიდუალური მიღებით). ფიზიკის პროგრამის კოდი ცნობარში : 0100404

ერთ პირზე შესაძლებელია მხოლოდ 1 სასტიპენდიო ვაუჩერის გაცემა. იმ შემთხვევაში, თუ პირი სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების ერთზე მეტ პირობას დააკმაყოფილებს (იხ. სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების დამატებითი შესაძლებლობები https://goo.gl/6GP4FZ), დაჯილდოვდება თანხობრივად უკეთესი პირობის მქონე ერთი სასტიპენდიო ვაუჩერით.

სწრაფი ბმულები

დამატებითი ინფორმაციისათვის:

 pr@iliauni.edu.ge
☏ (+995 32) 222 00 09 (352)

ბანერები